ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსს” სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმა არ მოსწონს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, მომხრეა რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეჩერდეს. ადა მარშანიას თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრის თქმით, მის ფრაქციას სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმა არ მოსწონს.

„რაც ხდება, ხელისუფლების ბრალია და თეა წულუკიანის, როგორც იუსტიციის მინისტრის. მხარს ვუჭერთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. ერთთვიანი პაუზა უნდა ავიღოთ და საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიახონის რაიონში ორი ოჯახი გაქურდეს – წაღებულია 16 ლარი