ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე შევა.

საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან გასაჯაროვდეს საქმეში არსებული ყველა მასალა, ვინაიდან საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ან მათთან დაახლოებულ პირებთან „არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ბრალდება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან კეთდება, უსაფუძვლოა“.

ნიკა მელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფრაქცია საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გამოვა, მას ამ ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – სახელმწიფომ შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება მოახდინა
შემდეგი სტატიამეუფე ზენონის ოფიციალური მიმართვა სინოდს