ფრაქცია “მრეწველები” წინასაარჩევნო მისიის წევრებს ხვდება

ფრაქცია “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს “მრეწველები” აცნობენ.

ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრებენ ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე, რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნას ეხება და, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო.

“როგორც იცით, უპრეცედნეტოდ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო ცესკო-ს თავმჯდომარემ. საქმე პირველი ინსტანციის სასმართლოში მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ, მეორე ინსტანციაზეც იგივე შედეგი დადგება. ეს გადაწყვეტილება ესამხურება საარჩევნო კამპანიის შეფერხებას, რომ ნერვები ვინმეს უმტყუნებს. არც ნერვები გვიმტყუნებს, ვერც სასამართლოში მოგვიგებს და არჩევნებზეც წავალთ კიდევ ბევრი რამეა თამარ ჟვანიას “დამსახურება” და ამაზე შემდგომ ვილაპარაკებთ”, -განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ამ თემის გარდა, საუბარი იქნება სხვადასხვა რაიონებსა და რეგიონებში არსებულ პრობლემებზეც.

“მექნება ქუთაისთან და ქარელთან დაკავშირებით საუბარი. ჩვენს კანდიდატებზე გარკვეული ზეწოლაა, უნდათ ეს კანდიდატები მოხსნან, მაგრამ ვერ მოხსნიან”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კითხვაზე ვინ ახორციელებს ზეწოლას, ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ინფორმაციას ეტაპობრივად გაიგებენ.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებმა საპარლამენტო პარტიებთან შეხვედრები დაიწყეს
შემდეგი სტატიაშს მინისტრის ბრძანებით, საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება