ფრაქცია ”ევროპული საქართველო” ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს

ფრაქცია ”ევროპული საქართველო” ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს, – ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას.

”სამწუხაროდ, ”ქართული ოცნების” უმრავლესობა გვთავაზობს პროექტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს უმახინჯესი სისტემა ქვეყანაში მმართველობის სტილის. ეს არის არაფორმალური მმართველობა, კონსტიტუციური სივრციდან გასული სისტემა. სამართლებრივი გამოსავალია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კიდევ ერთხელ მიმართვა, რომ განმწესრიგებელ სხდომაზევე ეს პროექტი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ე.წ. მოსმენების კანონს საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ვეტო დაადო და ის მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ახალი მოადგილეები აირჩიეს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ნაზღაიძის საქმეზე – „გამოძიების დაჩქარების მოთხოვნა მერიის მხრიდან არარეალურია“