ფრანსუა ოლანდი “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად ფართო კოალიციის შექმნას მოითხოვს

ფრანგულმა ავიამოიერიშეებმა გაანადგურეს ისლამური სახელმწიფოს იარაღის საწყობები

ფრანგულმა ავიამოიერიშეებმა გაანადგურეს ისლამური სახელმწიფოს იარაღის საწყობებიფრანსუა ოლანდი “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად ფართო კოალიციის შექმნას მოითხოვს, რომელშიც შეერთებული შტატები და რუსეთი გაერთიანდებიან. საფრანგეთის ლიდერი ამ თემებზე მოლაპარაკებას ბარაკ ობამასთან და ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი ვიზიტების დროს გამართავს. მანამდე კი საფრანგეთი სირიაში დაჯგუფების ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობს.

ბოლო 72 საათის განმავლობაში ფრანგული და საერთაშორისო კოალიციის მოიერიშეებმა ათობით წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს. იერიშების შედეგად მოკლულია ISIS-ის 33 წევრი. განადგურდა რამდენიმე სამეთაურო ცენტრი. შეტევის გასაძლიერებლად პარიზმა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდი შარლ დე გოლი გაგზავნა. იერიშების ინტენსივობა ორჯერ გაზარდა მოსკოვმაც. რუსეთი იერიშებს ზღვიდან და ჰაერიდან ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიჯანელიძე -7975, ჭიკაიძე- 5975, ზედელაშვილი-6000 – დავიწყებული ხელფასი
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატები დაასახელა