ფრანსუა ოლანდი გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებაზე მწუხარებას გამოთქვამს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებაზე მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ მან პარიზში, გაეროს გენმდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ახლა მთელს პლანეტას აინტერესებს, რა მოხდება. მე ძალიან ვწუხვარ რეფერენდუმის შედეგის გამო, მაგრამ პატივს ვცემ მას. ეს დემოკრატიის საკითხია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები. ბრიტანეთის ჩართულობითა და ევროპული ჩარჩოების ფარგლებში ჩვენ უნდა მოვახდინოთ გასვლის ორგანიზება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ წესების შესაბამისად, რომლებსაც ითვალისწინებს სხვადასხვა შეთანხმებები და რომლებიც ასევე უნდა შესრულდეს,” – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
პარალელურად, ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში არიან შეკრებილი.
გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა საგანგებო შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები და ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ყველას ვთხოვო ვალუტის გადახურდავება მაშინ მოახდინოს როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ
შემდეგი სტატიაპან გი მუნმა გაერთიანებული სამეფოს მიერ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა