ფრანგულ “სანოფის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებული შედეგები აქვს

ფრანგულმა ლაბორატორიამ “Sanofi” კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდების წარმატებული შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ადამიანებზე გამოცდის ორმა ფაზამ აჩვენა, რომ ამ ვაქცინის შეყვანის შემდეგ მათ გამოუმუშავდათ ისეთივე ანტისხეულები, როგორც თავად ვირუსის გადატანის შემთხვევაში.

კვლევა, რომელშიც აშშ-დან და ჰონდურასიდან 722 მოხალისე მონაწილეობდა, გრძელდება, რომ მისი მესამე ფაზის შედეგებს დააკვირდნენ.

მეორე ფაზამდე შედეგებით 95-100%-ში გამომუშავდა ანტისხეულები. კვლევა 18-95 წლის ასაკის ხალხზე ჩატარდა. არ დაფიქსირებულა სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენები.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური – სამწუხაროა, რომ გიორგი შენგელიას მსგავსი ადამიანები იძულებული ხდებიან, თანამდებობა დატოვონ