ფრანგულ ფერმაში მომხდარი ამბავი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

ფრანგულ ფერმაში მომხდარ ამბავს მთელი მსოფლიოს მედია აშუქებს – ფერმაში შემძვრალი მელია ქათმებმა ისე დაკიკნეს, რომ ის მოკვდა. შემთხვევა ბრეტანიში მოხდა. ნახევარი წლის მელა საქათმეში შეძვრა, სადაც სამი ათასი ქათამი იყო. ავტომატური კარი მის უკან მალე დაიხურა და ცხოველს ფრინველებმა თავდასხმა მოუწყვეს.
ახალგაზრდა მელიის სხეული დილით ნისკარტებისგან მიყენებული ჭრილობებით საქათმის ერთ-ერთ კუთხეში იპოვეს.
ფერმაში სულ ექვსი ათასი ქათამია. დღისით ისინი ფერმის ტერიტორიაზე დასეირნობენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაჰმად კადიროვის დაცვის ყოფილი წევრი კოლონიაში მკვდარი იპოვეს
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს