ფრანგულ კურორტზე ძლიერი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ელიტარულ ფრანგულ სამთო კურორტზე კურშეველში, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხმა – სერიოზული ტრავმა მიიღო. სულ 14 ადამიანი დაშავდა – “ბიბისი” წერს.

ხანძარი დღეს დილით დაიწყო შენობაში, სადაც სეზონური მუშები ცხოვრობენ. მოგვიანებით ცეცხლი ორ სხვა შენობასაც გადაედო. შემთხვევის ადგილზე 70 მეხანძრე მუშაობდა. მომხდარის მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი გადმოხტა შენობის მაღალი სართულიდან.

სულ შენობაში 60 ადამიანი ცხოვრობდა. სამი პირი საავადმყოფოში ვეტმფრენით გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში“სისხლიანი მგლის სუპერმთვარე” დღეს ღამე ამოვა
შემდეგი სტატიათქვენ გგონიათ, რომ იცით რა არის ფეხბურთი?