ფრანგმა პოლიციელს მისი კოკაინის ხარისხის გასინჯვა სთხოვა

საფრანგეთში დააკავეს ქალი, რომელიც პოლიციის განყოფლებაში მივიდა, მაგიდაზე სამი პაკეტი კოკაინი დადო და იქვე მყოფ თანამშრომლებს სთხოვა მისი ხარისხის გასინჯვა – ამის შესახებ Yahoo News-ი წერს.
კოკაინი ორ პაკეტში ფხვნილის სახით იდო, მესამეში კი კრეკის სახით.
ინციდენტი გუშინ დილით ადრე, ტულუზაში მოხდა. 45 წლის ნარკომანს პოლიცია იცნობდა.

შეკითხვაზე, რატომ მივიდა ის პოლიციაში მსგავსი თხოვნით, ქალმა უპასუხა, რომ აუცილებლად ჩათვალა ძალოვანებისთვის კოკაინი გაესინჯინებინა – Le Figaro წერს.
ქალი დააპატიმრეს. ის სასამართლოს წინაშე იანვარში წარსდგება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში წყლის დალევა საშიშია-სასმელი წყლით მოწამვლის მორიგი ფაქტი
შემდეგი სტატიაეკონომიკის თემა „შეაყარე კედელს ცერცვივით“ არის ჩვენს მთავრობისთვის