ფრანგმა პოლიციელებმა საეჭვო ამანათი ააფეთქეს

ფრანგმა გამნაღმველებმა ოპერაციის ჩატარებისას ნიცას მისადგომებთან ნაპოვნი საეჭვო ამანათი ააფეთქეს – Nice-Matin-ი წერს.
ანტიტერორისტული რეიდი ტარდებოდა სატვირთოს გვერდით, რომელიც ტურინში მიმავალ გზაზე იდგა ქალაქიდან მოშორებით. მანქანა 100 მეტრის სიახლოვეს იდგა ბინასთან, სადაც მანამდე სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩააატრეს. ეს და მეზობელი შენობები ევაკუირებულია.

შეგახსენებთ, რომ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 85 ადამიანი ემსხვერპლა. 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამხრეთ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ტერორისტი 31 წლის ტუნისელი ფრანგი მოჰამედ ლაუეჟ ბულელია.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ქალაქ ნიცას აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიასომხეთის შსს ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ავრცელებს