ფრანგმა მინისტრმა თავის კატას “ბრექსიტი” უწოდა

ევროპის საქმეთა ფრანგმა მინისტრმა ნატალი ლუაზომ თავის კატას “ბრექსიტი” უწოდა, იმიტომ რომ მას “გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და არ უნდა გარეთ გასვლა, როცა მას კარებს უღებენ” – მინისტრმა ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა – “ლოკალი” წერს.
“ის ყოველ დილით მაღვიძებს, აუტანლად და ხმამაღლა კნავის, იმიტომ, რომ გასვლა უნდა. როცა კარებს ვაღებ, ის გადაუწყვეტელია, შიგნით რჩება. შემდეგ, როცა ვაგდებ, ბოროტად მიმზერს” – თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა ფრანგმა მინისტრმა.
ნატალი ლუაზო საფრანგეთის “ბრექსიტისთვის” ამზადებს.

დიდი ბრიტანეთი ჯერ ისევ გეგმავს 29 მარტს ევროკავშირიდან გასვლას, თუმცა, დიდი ალბათობით, ის მინიმუმ ივნისამდე გადაიდება.

banner
წინა სტატიაშიმტრედი არმანდო აუქციონზე 1,25 მილიონ ევროდ გაიყიდა
შემდეგი სტატიააშშ-მ ახალი სუპერკომპიუტერის Aurora შექმნა დაიწყო