ფრანგი ტერორისტის დაკავების ვიდეო გამოქვეყნდა (ვიდეო)

3დღეს “ფიგარომ”, “ბიბისიმ” და სხვა ცნობილმა მედია-საშუალებამ, გუშინ უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეო გაავრცელა, სადაც გადაღებულია საფრანგეთის მოქალაქის დაკავება, რომელიც უკრაინიდან საფრანგეთში იარაღის გადატანას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ გავრცელდა.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა საფრანგეთში “ევრო-2016”-ისათვის დაგეგმილი 15 ტერაქტი აღკვეთა – უწყების ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა განაცხადა 6 ივნისს.
მისი თქმით, ტერაქტები სპორტული ღონისძიების დაწყებამდე და მისი მსვლელობისას იყო დაგეგმილი. ოპერაციისათვის მომზადება 6 თვე გრძელდებოდა. გრიცაკის თქმით, 2015 წლის დეკემბერში მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნულ ტერაქტებთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში შემოსული საფრანგეთის მოქალაქე, აღმოსავლეთ უკრაინაში კონტაქტებს აგვარებდა.
საფრანგეთის მოქალაქე ვოლონტიორად მუშაობდა და აინტერესებდა, უკრაინაში სად შეიძლებოდა ასაფეთქებელის და იარაღის ყიდვა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი უკმაყოფილო იყო მის ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი მიგრაციით და მუსლიმების რიცხვის ზრდით.
საიდუმლო სამსახურებმა ფრანგს 5 ავტომატი კალაშნიკოვი გადასცეს, ასევე 5 ათასზე მეტი ტყვია, ორი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 125 კილო ტროტილი, 100 დეტონატორი და სხვა.

უშიშროების სამსახურის ცნობით, ფრანგი მეჩეთის, სინაგოგას, ევრო-2016-ის ადმინისტრაციული შენობების აფეთქებას აპირებდა.
გრიცაკი აღნიშნავს, რომ უცხოელი ფულს იხდიდა იმაში, რომ იარაღით დატვირთული მანქანა ევროპაში უკრაინელს გადაეყვანა. ამაზე დაყრდნობით სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ ტერაქტში, შესაძლებელია რუსული კვალიც იყოს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესში ჩართული არ არის
შემდეგი სტატიაესპანეთის პორტიდან ნახევარი ტონა კოკაინი ამოიღეს