ფრანგი სამართალდამცველები შსს-ში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დელეგაცია უწყებაში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო.

დელეგაციის წევრები – საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გენერალი ჟან‐პიერ მიშელი, ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისის უფროსი, პოლკოვნიკი ბერნარდ ტიბუ და ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალური საქმეების საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკ‐ლეიტენანტი ანტუან ბიარდი შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს, საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტებს ეწვივნენ.

ფრანაგი სტუმრები „112“-ის მიერ განხორციელებული ინოვაციური პროექტებით დაინტერესდნენ, საპატრულო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და ქართველი სამართალდამცველების მუშაობას გაეცნენ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე თეოდორესთვის მილიონნახევარ დოლარად შეფასებული სახლის ჩამორთმევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საპატრიარქო განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატია“ხელისუფლებას ვურჩევ დაფიქრდეს” – სალომე სამადაშვილი “რუსთავი2”-ის საქმეზე