ფრანგი რესპუბლიკელები არჩევნების წინ ფიიონს არ შეცვლიან

ფრანგმა რესუბლიკელებმა გადაწყვიტეს პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი არ შეცვალონ. ფიიონი ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან საკუთარი ცოლი დაასაქმა და ფულს უხდიდა იმ საქმიანობაში, რომელიც მას, სინამდვილეში არ გაუკეთებია. თვითონ ფიიონი და მისი მეუღლე ბრალდებას უარყოფენ.

სკანდალის მანძილზე მას არა ერთხელ ურჩიეს კანდიდატურის მოხსნა, თუმცა, მან ამაზე უარი თქვა.
თანაპარტიელმა და საფრანგეთის სენატის თავმჯდომარემ ჟერარ ლარშემ განაცხადა, რომ რესპუბლიკელებმა, ფარული კენჭისყრით ფიიონს მხარი დაუჭირეს. “ახლა ყველა მცდელობა, ფიიონი საპრეზიდენტო მარათონიდან მოიხსნას, უნდა შეწყდეს” – თქვა ლარშემ.

banner
წინა სტატიაშიჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ ჭიაბერაშვილი აირჩიეს
შემდეგი სტატიაჰამბურგში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა აკრძალეს