ფრანგი ფოტოგრაფი საქართველოში არ შემოუშვეს. 11 ივნისს მარილიზ ვინიო ქართველმა მესაზღვრეებმა უკან ისე გააბრუნეს, რომ უარის ზუსტი იმიზეზი არ განუმარტეს.
ფოტოგრაფი ფიქრობს, ამის მიზეზი საქართველოში მისი აქციებზე სიარული და საერთაშორისო მედიისთვის გადაღებული ფოტოები გახდა. ფოტოგრაფი ქართველი ფოტორეპორტიორებისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელსაც “მედიაჩეკერი” ავრცელებს, წერს, რომ რეგულარულად აქვეყნებდა სოციალურ ქსელში ქართველი ხალხის მხარდამჭერ პოსტებსაც, რაც, შესაძლოა, ასევე მისი ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი გამხდარიყო.
ამ დროს თითქმის ყოველ საღამოს დავდიოდი რუსთაველსა და პარლამენტთან. სოლოლაკში ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა ნიშნავდა, რომ შენობის უკან მდგარი პოლიციის პირდაპირ უნდა გამევლო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ჯერ არ ჰქონდა დამონტაჟებული ჩინური ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალთვალო კამერები, ვფიქრობ, “მომმნიშნენს”. ასევე, მე რეგულარულად ვაქვეყნებდი პოსტებს სოციალურ ქსელებში, რომლებითაც ღიად გამოვხატავდი ჩემს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ბრძოლის მიმართ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, – წერს ფოტოგრაფი.
ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ საქართველოში ვიზიტებისას გადაღებული ფოტონამუშევრები გამოქვეყნდა The Eye of Photography-სა და Hot Mirror-ში, გამოიფინა თბილისის ფოტოფესტივალზე „ქოლგა“ და ასევე, რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე მოხვდა.