10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ფრანგი ფოტოგრაფი: 9 მარტს საქართველოში ჩემი ბინადრობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 26 მარტს გაუქმდა ახსნის გარეშე

9 მარტს ჩემი ბინადრობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
26 მარტს ის გაუქმდა უარყოფილ იქნა.
მიზეზის გარეშე. ყოველგვარი ახსნის გარეშე.
ეს მოულოდნელი ცვლილება არ არის ადმინისტრაციული შეცდომა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
დღეს, რაც ჩემს თავს ხდება, სცდება პირად შემთხვევას.
ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვინც მხარს უჭერს, აშუქებს ან ამხელს იმას, რაც საქართველოში ხდება.
მე აქ ვმუშაობდი, ვქმნიდი, ვაფიქსირებდი და ვუჭერდი მხარს ამ ქვეყანას, რომელსაც ჩემს ქვეყნად მივიჩნევ.
და დღეს ცდილობენ ჩემი გაჩუმებას.
თუ ჩვენ გავჩუმდებით, ასეთი პრაქტიკა ნორმად იქცევა.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც სწამს სამართლიანობის, თავისუფლების და ღირსების:
გააზიარეთ ეს ინფორმაცია.
 გაავრცელეთ ხმა.
აჩვენეთ, რომ ჩვენ ერთიანები ვართ
ქვეყანა არ შენდება შიშით —არამედ იმ ადამიანების სიმამაცით, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე.”
“საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მომცეს უფლება გავაგრძელო ცხოვრება საქართველოში, ქვეყანაში, სადაც უკვე წლებია ვცხოვრობ.
ქვეყანაში რომელიც უბრალოდ არ დამიკავია არამედ შემიყვარდა.
საქართველო ჩემთვის უბრალოდ ადგილი არ არის.
ეს არის მიწა, რომელმაც მიმიღო ხალხი, რომელმაც კარი გამიღო
სახეები, მეგობრობა და მომენტები, რომლებმაც ღრმად შემცვალეს.
აქ მე მხოლოდ ცხოვრება არ ამიშენებია.
აქ მე კავშირი შევქმენი.
ეს ქვეყანა შეგნებულად ავირჩიე.
გულწრფელად ჩავერთე მის ცხოვრებაში ადამიანურად, კულტურულად.
ვცდილობდი, ჩემი გზით, გამეტანა მისი ხმა და სილამაზე მის ფარგლებს გარეთ,
პატივისცემით, აღფრთოვანებით და სიყვარულით.
დღეს ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მტკივნეულია.
რადგან ეს მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხი არ არის
ეს ეხება იმ კავშირს, რომელიც ამ ქვეყანასთან შევქმენი.
და მაინც, არაფერს ვნანობ.
რადგან ყოველთვის ვიმოქმედე ჩემი ღირებულებების შესაბამისად
თავისუფლება, ღირსება, სამართლიანობა.
და ამ ღირებულებებს დავიცავ ბოლომდე.
უმოქმედოდ არ დავრჩები.
ამ ქვეყნისადმი პატივისცემით,
და იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქ მხარში მედგა,
დავიწყებ სამართლებრივ ბრძოლას.
ბოლომდე წავალ, საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგამდეც,
ადამიანის უფლებათა სასამართლომდეც.
რადგან ეს კავშირი ვერ წაიშლება ერთი გადაწყვეტილებით.
რადგან ასეთ ქვეყანას ასე მარტივად ვერ ტოვებ
მისთვის იბრძვი.
საქართველო ჩემი ნაწილია.
რაც არ უნდა მოხდეს.
და მე არ დავნებდები”,_ წერს სოციალურ ქსელში ფრანგი ფოტოგრაფი, ფრანსის პრიმერსკი.
banner
წინა სტატიაშირატომ დაასახელა ილია მეორემ მოსაყდრე საჯაროდ – დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
შემდეგი სტატიაპაკისტანი ახლო აღმოსავლეთის ომზე ოთხმხრივ სამიტს უმასპინძლებს