ფრანგი მსახიობი და მომღერალი მიშელ დელპეში გარდაიცვალა +video

ფრანგი მსახიობი და მომღერალი მიშელ დელპეში გარდაიცვალა

misheldelpeshiხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი და მომღერალი მიშელ დელპეში. სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში ფრანსუა ოლანდი წერს.
მიშელ დელპეში 2013 წლიდან ავადმყოფობდა, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს, რის გამოც 2013 წელს მისი ყველა კონცერტი ჩაიშალა. მიშელ დელპეშმა პოპულარობას 60 -იან წლებში მიაღწია, როდესცა გამოშვა თავისი ჰიტი სახელწოდებით ” არის დღეები, როცა ჯობია საწოლიდან არ ადგე , ამ ჰიტმა მას ჩარლზ კროსის აკადემიის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. ინგლისში, კუნძულ უაიტზე გამართულ კონცერტზე მისი “Wight is Wight” მრავალათასიანი ტირაჟით გაიყიდა, რამაც მომღერალს ოქროს ჯილდო მოუტანა.
მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა არის “Pour un flirt”. დელპეშის ერთ-ერთი ბოლო ჰიტი იყო “Le Loir-et-Cher”. 1983 წლიდან ის გაუჩინარდა, რის მიზეზიც დეპრესია იყო, რაც ცოლთან გაშორებამ გამოიწვია. სცენაზე ის თითქმის 20 წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. ამის შემდეგ, 5 წლით ისევ გაუჩინარდა.
2013 წლიდან ის მძიმე ავადმყოფობის გამო, სცენაზე აღარ გამოჩენილა.

https://youtu.be/akSnSGkb10Q

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
შემდეგი სტატიასამეგრელოს ათი ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება