ფრანგი ექსპერტის დასკვნა: შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 19 ივნისისათვის გადადო მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე.

როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატები განმარტავენ, სხდომის გადადების მიზეზი გახდა ავტორიტეტული ფრანგი ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც შსს-ს მიერ მზია ამაღლობელის საქმეში ვიდეომტკიცებულებებით მანიპულირება დადასტურდა.

18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარი ჯარიმა დააკისრა.

ბათუმელების თანახმად, მოსამართლე დაეყრდნო ე.წ. ვიდეომტკიცებულებებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, როგორც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პატიმრობამდე გადაღებული ვიდეო.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარე დავობდა, რომ ორი 18-წამიანი ვიდეო გადაღებული იყო არა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე, არამედ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული მზია ამაღლობელი ხელწერილით გაათავისუფლეს.

კვალიფიციურმა ექსპერტიზამ დაცვის მხარის სიმართლე დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, უნდა ვუპასუხოთ ამ მოწოდებას უკრაინისთვის, დასავლეთ ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის
შემდეგი სტატიანიკა მელია დააკავეს