Reddit-ის ფრანგი მომხმარებლები ბრიტანელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულმა ბლინის ფოტომ შოკში ჩააგდო – ამის შესახებ Buzzfeed-ი წერს დღეს.
ფოტოზე აღბეჭდილია ბლინი, რომელიც ჩამოჭრილია როგორც ტორტი – საფრანგეთში ბლინებს ახვევენ თითო-თითოდ. “ფრანგმა კოლეგამ ბლინები მოამზადა. ინგლისელები ბარბაროსები არიან” – წერს ერთ-ერთი პოსტის ავტორმა.
ფრანგულმა Buzzfeed-მა სოციალურ ქსელში ატეხილ ხმაურს “ბლინების საერთაშორისო სკანდალი” უწოდა.
იანვარში ბლინების სწორად დაჭრის მეთოდი ლივერპულელი მათემატიკოსების სამეცნიერო კვლევის საგანი გახდა.