ფრანგების ჯგუფი ექსპერიმენტის ფარგლებში 40 დღე გამოქვაბულში ცხოვრობდა

ფრანგები 40 დღე გამოქვაბულში

ადამიანის სრული იზოლაციისადმი ადაპტაციის შესასწავლად ფრანგების ჯგუფმა 40 დღე გამოქვაბულში დაჰყო – “ბიბისი” წერს. ექსპერიმენტში სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გამოქვაბულში, რომელიც საფრანგეთის სამხრეთით მდებარეობს, ტელეფონების, საათისა და შუქის გარეშე ცხოვრობდნენ. იძინებდნენ კარვებში და ველოსიპედების მეშვეობით თვითონვე აწარმოებდნენ ელექტროენერგიას. ექსპერიმენტი Deep Time შაბათს დასრულდა, მასში 27-დან 50 წლამდე ასაკის რვა მამაკაცი და შვიდი ქალი მონაწილეობდა. Deep Time-ის მიზანი იყო როგორ რეაგირებენ ადამიანები დროისა და სივრცის დაკარგვის შეგრძნებაზე.

მეცნიერები, რომლებიც პროექტის უკან დგანან, იმედოვნებენ, რომ ექსპერიმენტი მათ დაეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ეჩვევიან ადამიანები ექსტრემალურ პირობებს. მოხალისეებმა, შეკრების შემდეგ, ტვინის აქტიურობასა და კოგნიტური ფუნქციების ანალიზი გაიარეს. ახლა, როცა ისინი გამოქვაბულიდან გამოვიდნენ, მათ ხელახლა გამოიკვლევენ.

banner
წინა სტატიაშისანიკიძე: ივანიშვილი არის სარკე, რომელმაც შიგ ჩაგვახედა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა “ასტრა-ზენეკას” სასამართლოში უჩივლა