ფრანგ გულშემატკივრებს ბუქარესტი ბუდაპეშტში აერიათ და თამაშს ვერ დაესწრნენ

ფეხბურთის ექვსი ფრანგი გულშემატკივარი ბუდაპეშტის ნაცვლად ბუქარესტში ჩაფრინდა. ისინი საფრანგეთის ნაკრების თამაშს უნდა დასწრებოდნენ უნგრეთის დედაქალაქში, გასულ შაბათს. ექვსი მეგობარი დანიშნულების ადგილს 800 კილომეტრით აცდა.

გულშემატკივრებმა შეცდომის შესახებ მხოლოდ თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგეს. ისინი ბუქარესტში უკრაინელ გულშემატკივრებთან ერთად ჩაფრინდნენ. “გვეგონა, რომ ისინი უნგრელი გულშემატკივრები არიან, რომლებიც თამაშზე მიდიან, ამიტომ მათ მივყევით, რადგან გვეგონა, რომ მათ ზუსტად იცოდნენ გზა სტადიონამდე” – ერთ-ერთმა მათგანმა Jurnalul National-ს განუცხადა.

შედეგად, ფრანგ გულშემატკივრებს მატჩის ტელევიზორში ყურებამ მოუწიათ.
“ცოტა მეტი უნდა ვიცოდეთ ევროპაზე” – ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში, ტბაში გაუჩინარებულ 2 მოზარდს ეძებენ
შემდეგი სტატიაზარქუა – საპენსიო მომსახურებაზე ტენდერი მიმდინარე წლის ბოლომდე განახლებული პირობებით ჩაინიშნება