პრაისი – საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვართ

საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვართ, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

პრაისის თქმით, ვაშინგტონი ყოველთვის კავშირზეა რეგიონში თავის პარტნიორებთან და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ეხება.

მისივე განცხადებით, აშშ გააგრძელებს ორივე ქვეყნის მხარდაჭერას.

„ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ დემონსტრირებას ვახდენთ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმით, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური ამ მდგომარეობის წინაშე, რუსული აგრესიის ამ საშინელი შემთხვევის წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ შეეგუებიან ამ ტიპის ქმედებებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

წინა სტატიაშიგაერთიანებული სამეფო უკრაინის მოქალაქეებისთვის 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს
შემდეგი სტატიანედ პრაისი – ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ჩვენს კოლეგებთან თბილისში