პრაისი: ხელისუფლების ნაწილს სურს, ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს

როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ასევე, რეფორმების დიდი სია, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მისწრაფებებს ვუჭერთ მხარს.

თუმცა, ბოლო დროს საქართველოს მაღალჩინოსანთა ნაწილის რიტორიკა საქართველოს მოსახლეობის ამ მიზნიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ამერიკის საელჩოში, თბილისში, მზად არიან ითანამშრომლონ მოსახლეობასთან, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.

ელჩ დეგანანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი პარტნიორები. ჩვენ ვაგრძელებთ საერთო მიზნების მხარდაჭერას.

ჩვენ 30 წლის განმავლობაში დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებასა და უსაფრთხოების კოოპერაციაზე მხარდამხარ ვთანამშრომლობთ. ეს შეუცვლელი რჩება. დღეს შეერთებული შტატები თანამშრომლობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უკრაინაში პუტინის ომის დასასრულებლად და მთელი რეგიონისთვის უსაფრთხო მომავლის რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველსაყოფად.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს 20%-ს ოკუპაცია”-აცხადებს თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ანტონი: რატომ, სოსო, რატომ?
შემდეგი სტატიარომან ფიფიამ საფეხბურთო კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა