“პრაიმედის” ლაბორატორიაში13 პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ზუგდიდში, სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში დღის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. “პრაიმედის” ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, ცამეტივე კვლელაზე პასუხი უარყოფითია.

“აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს რეგიონში შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა. ეს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებიდანაც აშკარად ჩანს. ამ დრომდე ჩვენს ლაბორატორიაში 50-მდე პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გამოკვლეული და ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ.კვლევა ძირითადად იმ პაციენტებს უტარდებათ, ვინც ცხელების ცენტრებშია მოთავსებული. ასევე ვატარებთ კვლევას საკარანტინო სივრცეში მყოფ ზოგიერთ პაციენტზე”-აცხადებს ლელა ქაჯაია.

“პრაიმედის” ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, მალე დაიწყება კვლევა იმ რისკ ჯგუფებზე, რომელთაც ჰქონდათ უშუალო სიახლოვე პაციენტებთან და აქტიურ სამუშაოებში იყვნენ ჩართული. ლელა ქაჯაია აცხადებს, რომ პირველ რიგში კვლევა ჩაუტარდებათ მედიკოსებს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ხელისუფლების შეცვლის შანსი მესამედ გვეძლევა ის თავიდან ბოლომდე არის დისკრედიტირებული
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: მაისის დასაწყისამდე არის 100 000 ტესტის გარანტია და უკვე დავიწყეთ მუშაობა შემდგომ 100 ათასზე