“პრაგმატული მიდგომა”, “პოლიტიკური სიმწიფის” ნიშნები -ბჟანია საქართველოს ხელისუფლებაზე (video)

სოხუმი დაინტერესებულია “საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით”, – ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსულ პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ზოგადად, ჩვენ გვსურს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ანტაგონიზმი ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ გვქონდა პრეტენზია მათზე, ვინც დაიწყო ეს ომი და მათ მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ომში. ამან ყველაფერი ძირეულად შეცვალა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ლიდერებს, როგორც მეჩვენება, პრაგმატული მიდგომა ჰქონდათ. ისინი არ მონაწილეობდნენ იმ პროვოკაციაში, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ მათ შორის მხარდაჭერა არ ჰპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. ასე მეჩვენება. მომავალში, თუ პრაგმატიზმს გამოიჩენენ, ვფიქრობ, ამით შეიძლება ზედმეტი ინციდენტების აღმოფხვრა“, – განაცხადა ბჟანიამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი:ნომერ პირველი მტერი პუტინმა მოიშორა, მეორე მის ხელშია, მაგრამ მე ვაპირებ, მტრის ჯინაზე, ვიბრძოლო სიცოცხლისთვის
შემდეგი სტატიასემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა