
სამწუხაროდ, ამგვარ ფიგურებს შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც ბოლო პერიოდში მოსკოვში სისტემატურად ცდილობს ისეთი საინფორმაციო ფონის შექმნას, თითქოს საქართველოში რუსოფობია მძვინვარებდეს, თითქოს რუსი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულება იყოს გაბატონებული და თითქოს ქართულ საზოგადოებას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა არ სურდეს. ეს ყველაფერი კი რეალობისგან ძალიან შორს დგას.
მჟავანაძის ქმედებები სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური კრიტიკის ფარგლებს და პირდაპირ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს:
მისი მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ. ეს ყალბი ნარატივი პირდაპირ არტყამს საქართველოს ტურიზმს, ინვესტიციებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, რაც ათასობით საქართველოს მოქალაქის ფინანსურ კეთილდღეობას აზარალებს.
ირაკლი ჯანყარაშვილი















