პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან შიშველი პუტინი ოქროს უნიტაზში ჩასვეს

შიშველი პუტინი უნიტაზში ჩასვეს

აქტივისტების ჯგუფმა პრაღაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს წინ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შიშველი ფიგურა ოქროს უნიტაზზე დასვეს – ჩეხური idnes.cz წერს. აქციის ორგანიზატორი ჯგუფი “Kaputin”-ი იყო. ამით მათ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს. უნიტაზზე გაკეთებული იყო წარწერა “შიშველი მკვლელი” (Naked Killer). ქუჩის მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი იდგა პლაკატებით “ხელები შორს უკრაინისგან” და “თავისუფლება ნავალნის”. სულ აქციაში დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ქალაქში მურაბის ქილაში 600 ათასი ევროს ოქრო იპოვეს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: როგორც მაშინ არ ვაწერდი ხელს, ისევე არ ვაწერ ხელს