პრაღაში რეჟისორ თომა ჩაგელიშვილის რუსეთის ოკუპაციაზე გადაღებულ ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

tomaპრაღაში, One world film festival-ზე ქართველი კინოდოკუმენტალისტის, თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდს ეხება. მოქმედება შიდა ქართლში, რუსი სამხედროების მიერ გავლებულ გამყოფ ხაზთან ხდება და იქ მცხოვრებ ადამიანებზე მოგვითხრობს.
საკონკურსო ჩვენებები 11,13 და 16 მარტს გაიმართება
როგორც თომა ჩაგელიშვილი აცხადებს, აფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებზეც გაიგზავნება.
„ამჟამად მზადება ფილმის სატელევიზიო ვერსიაც, რომელთა ჩვენება ევროპის სხვადასხვა არხზე იგეგმება,“ – აღნიშნავს ქართველი კინოდოკუმენტალისტი.
ფილმის გადაღება ორი წელი გრძელდებოდა. ფილმის მწარმოებლები T-stuio და Kloos&co.Medien Gmbh არიან. პროექტის პარტნირები კი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სანდენსის ინსტიტუტი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და კავკასიური სახლი არიან.

banner
წინა სტატიაშიირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2014 წელს პატიმართა რაოდნეობა გაიზარდა