პოზნერმა და მისმა მეგობრებმა “ვინოტელი” პოლიციის სპეციალური კორდონით დატოვეს

პუტინის მეგობრებმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა, სასტუმრო “ვინოტელი” პოლიციის დახმარებით დატოვეს – შსს-ს წარმომადგენლებმა ისინი, სასტუმროდან ავტობუსამდე, სპეციალური კორდონით გააცილეს.

“სირცხვილი”, “პუტინ **ილო” – სკანდირებდნენ აქტივისტები მათი შენობიდან გამოსვლის დროს.

სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც რუსი სტუმრები, ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობენ, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს. სწორედ, პოზნერს ეკუთვნის ფრაზა -“აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტებმა, სასტუმრო “ვინოტელს” ელექტროენერგია გაუთიშეს
შემდეგი სტატიაკორონავირუსით გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის პატიმარმა შვილმა, მას შემდეგ, რაც დედის სიკვდილი გაიგო, ციხეში თავი მოიკლა.