პოზნერი და მისი თანმხლები 31 სტუმარი დააჯარიმეს

კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის გამო 32 სტუმარი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა: „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლოებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“.

დაჯარიმებულებს შორის უნდა იყოს ვლადიმირ პოზნერიც, რომელმაც ღამე სასტუმრო რუმსი დატოვა და ვინოტელში გადაინაცვლა, საიდანაც 12 საათისთვის პოლიციელების კორდონის მეშვეობით გამოიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე – აგური რომ დამეცეს და რამე მომივიდეს, ხომ არ შეიძლება, ვაქცინას დავუკავშიროთ?
შემდეგი სტატიაწილოსანი – ისინი, ვინც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან