პოზნერი და მისი მეგობრები “ვინოტელში” აქტივისტების პროტესტის ფონზე ვახშმობენ

ამ წუთებში, სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც რუსი სტუმრები, ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობენ, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში რუსეთიდან ჩარტერული რეისით, ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, ჩამოფრინდა. კრემლის პროპაგანდისტისა და პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მასთან ერთად ჩამოვიდნენ სხვა სტუმრებიც.

რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს. სწორედ, პოზნერს ეკუთვნის ფრაზა -“აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო, სადაც რუსი პროპაგანდისტი და მისი მეგობრები ვახშმობენ, “ქართული ოცნების” წევრისაა
შემდეგი სტატიახოშტარია: პოზნერის საგულაო ჯგუფი გამოვიდა სასტუმროდან, მიდიან საქეიფოდ – კომენდანტი?