პოზნერი: ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყვეს, ყურადღების ღირსნი არ არიან

“ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყვეს, ყურადღების ღირსნი არ არიან”, – ამის შესახებ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი “ინსტაგრამზე” წერს.

“ძვირფასო კოლეგებო! მინდა აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არც ერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა, არავის მოწვევა არ მივიღე მოვსულიყავი გადაცემაში.

ახსნა მარტივია და როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყვეს, ყურადღების ღირსნი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები. თქვენი ვლადიმერი” – წერს პოზნერი.

დღეს, 1 აპრილს, რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი ქვეყანაში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარები: განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება
შემდეგი სტატიაჰოლივუდის მსახიობმა უმუშევრებს ფული დაურიგა