პოზიციებზე გაგზავნილი ყოველი მეორე რუსი ჯარისკაცი იღუპება – რუსი სამხედრო ბლოგერი

ცნობილი რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ რომანოვი მოკლედ აღწერს, რა ელოდება “საშუალო” რუს მოქალაქეს, რომელიც ფულის გამო გადაწყვეტს არმიასთან კონტრაქტის გაფორმებას. მისი სიტყვები პორტალმა ‘ალფა სიხშირემ” თარგმნა და გამოაქვეყნა:
“საერთო ჯამში, რუსეთს მოიერიშე ძალა უმცირდება, რადგან მეთაურები მათ „სახარჯ მასალად“ აღიქვამენ — დიდი რაოდენობით აგზავნიან სიკვდილზე მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ შეტევა ვითარდება”.
“ასეთი ჯარისკაცის საშუალო „სიცოცხლის ხანგრძლივობა — 12 დღეა:
• პირველი დღე: ხელს აწერს კონტრაქტს და ჩადის საწვრთნელ ბაზაზე;
• მეორე დღიდან მეთერთმეტე დღემდე: გადის მომზადებას;
• მეთორმეტე დღე (ბოლო): იგზავნება პოზიციაზე”.
“ცხელ წერტილებში ორი ჯარისკაციდან მხოლოდ ერთი თუ აღწევს პოზიციაზე — და ისიც საუკეთესო შემთხვევაში. ეს უკრაინული დრონების მაღალი აქტივობის გამო ხდება”.
“მაშინ რა უბიძგებთ რუსებს, წავიდნენ ომში მაინც? — მიზეზი ფინანსებშია: მათი ოჯახები იღებენ ანაზღაურებას, რადგან დაღუპვის შემთხვევაში სახელმწიფო დიდი ოდენობის ფულს უხდის, რაც ამ ოჯახებს მანამდე არასდროს უნახავთ”, – წერს რომანოვი.
banner
წინა სტატიაშიგუშინ დაკავებულთაგან ოთხი ჩვენი პარტიის წევრია, რეჟიმის ამოცანა პატრიოტთა დაშინებაა – ენმ
შემდეგი სტატიაგახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაშია და დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით