25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ფოტოჟურნალისტი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა

79 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ფოტოჟურნალისტი, ჟურნალისტი და დიპლომატი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა.

ბადრი ვადაჭკორია ფოტოხელოვნებით ბავშვობიდანვე დაინტერესდა და წლების განმავლობაში საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ მილიონობით უნიკალური, ისტორიული კადრი აღბეჭდა.

საინფორმაციო სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში ის არაერთი წამყვანი მედიასაშუალების კორესპონდენტი იყო, ხოლო საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე 34 წლის განმავლობაში მუშაობდა. გარდა ამისა, იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ჟურნალისტის რანგშიც საქმიანობდა.

ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან ერთად, ბადრი ვადაჭკორია დიპლომატიურ სამსახურშიც იმყოფებოდა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის პოსტს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშინატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მთავარი გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა
შემდეგი სტატია“ძლიერი საქართველო” აფხაზეთის ომის 34-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს