ფოტორეპორტაჟი: ჩინეთის დიდი მეწყერი

ჩინეთის მთავრობა უგზო-უკვლოდ დაკარგული 91 ადამიანის ძებნას განაგრძობს, რომლებიც მეწყერის შედეგად დაიკარგნენ. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეწყერმა 33 შენობა სრულად წალეკა, მათ შორის 14 ფაბრიკა, ორი ოფისის შენობა, ერთი კაფე, 13 სხვადასხვა ცეხი და სამი საცხოვრებელი კორპუსი. დღემდე მთავრობა დაკარგული ადამიანების ძებნას განაგრძობს. თუმცა, მაშველების თქმით, იმის შანსი, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვიან, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ჩინეთის მთავრობა უგზო-უკვლოდ დაკარგული 91 ადამიანის ძებნას განაგრძობს, რომლებიც მეწყერის შედეგად დაიკარგნენ.
ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეწყერმა 33 შენობა სრულად წალეკა, მათ შორის 14 ფაბრიკა, ორი ოფისის შენობა, ერთი კაფე, 13 სხვადასხვა ცეხი და სამი საცხოვრებელი კორპუსი.
დღემდე მთავრობა დაკარგული ადამიანების ძებნას განაგრძობს. თუმცა, მაშველების თქმით, იმის შანსი, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვიან, ფაქტობრივად, არ არსებობს.
“ასოშეითედ პრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს 7 ადამიანი გადაარჩინეს მაშველებმა, რომლებიც დღე-და ღამე მუშაობენ.
მეწყერმა 100 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია წითელი მიწით სრულიად დაფარა. ზოგიერთ ადგილებში ტალახის დონე 10 მეტრია.

სტიქიური უბედურების ადგილზე 3 ათასი მაშველი და 151 ტექნიკური ერთეული მუშაობს.

c1 c2 c3 c4 c5 c6 c7 c8 c9 c10 c11 c12 c13

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა სისხლიანი ტერაქტი აღკვეთა…
შემდეგი სტატიათამაზ ხუბუა განცხადებას ავრცელებს