ფოტოგრაფმა სასამართლო დავა მოუგო ცხოველთა დამცველებს

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა დევიდ სლეიტერმა სასამართლო დავა მოუგო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას “People for the Ethical Treatment of Animals”. ეს უკანასკნელი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სელფი, რომელიც პავიანმა, სახელად ნარუტომ, გადაიღო, ეკუთვნის თავად მას და არა ფოტოგრაფს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ფოტო არის ბრიტანელი ფოტოგრაფის საკუთრება.
სლეიტერმა და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ ამავე დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად ფოტოგრაფი პავიანის სელფის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის 25% გადაუხდის “People for the Ethical Treatment of Animals” მაიმუნთა საცხოვრებელი გარემოს დასაცავად.
დევიდ სლეიტერმა ნარუტოს ფოტო გადაიღო 2011წელს ინდონეზიის კუნძულ სულავესზე. მან კამერა პავიანს მისცა და მოუნთმენლად ელოდა თუ რას მოიმოქმედებდა მაიმუნი. ამ უკანასკნელმა კი სელფი გადაიღო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის თქმით, მას უკრაინასა და საქართველოში ოლიგარქებთან ბრძოლა აქვს მოსაგები
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ხვალ ან ზეგ დატოვებს ლვოვს