ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე: ჩვენ ვითხოვთ დამკვეთების დასჯას

ფოტოგრაფების დაკავება მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესი იყო- აცხადებს, “ფოტოგრაფების საქმის” ერთ-ერთი ბრალდებული ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე. მისი თქმით, ფოტოგრაფების დაკავება 26 მაისის აქციის დარბევის დროს გადაღებული ფოტოების გამო მოხდა.

„ბრალდება იყო, თითქოს მე ვიყავი ქსელის ორგანიზატორი, 2004-ში ვიყავი გადაბირებულები მეორე ქვეყნის მიერ და შემდგომ მე გადავიბირე ჩემი მეგობარი ფოტოგრაფებიც – გედენიძე და აბდალაძე. თითქოს მერე ვაგროვებდი ფოტომასალას და ვაწვდიდი რუსეთის სპეცსამსახურებს. რეალურად ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის ფოტოებისთვის და ეს იყო მთავარი მიზეზი ჩვენი დასჯის. ვფიქრობ, მაღალჩინოსნების ინტერესი იყო ჩვენი დაკავება, ეს ადამიანები, ვინც დაასახელეს, არიან უბრალოდ შემსრულებლები, ჩვენ ვითხოვთ დამკვეთების დასჯას“, – განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი გედენიძე: იყო მუქარა ჩემ შვილებზეც, მეუბნებოდნენ, დავფიქრებულიყავი, რომ მათ რამე პრობლემა არ შექმნოდათ
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: 2004 და 2007 წელს წარმოებული ავტომობილები ორი ახალი ავტომობილით ჩანაცვლდა