21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ფოტოგრაფი ლევან ზაზაძე მასზე თავდასხმას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს

ტელეკომპანია „პირველებთან“ საუბრისას ფოტოგრაფმა ლევან ზაზაძემ განაცხადა, რომ „შაბათის მარშის“ მიმდინარეობისას მასზე მომხდარი თავდასხმა წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას ჰგავდა.

ფოტოგრაფის თქმით, ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც საკურიერო კომპანიის ჩანთითა და ჩაფხუტით გადაადგილებულმა პირმა მოპედი გააჩერა და აქციის მონაწილეების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა.

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, იმავე პირმა ფიზიკურად იძალადა თამუნა გიორგაძეზეც.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ სამსახურებრივი ავტომანქანით გაიყვანა.

banner
წინა სტატიაშიენმ 20 ივნისის აქციას უერთდება
შემდეგი სტატიაშსს-ს პოლიციის განყოფილების დეტექტივი გარდაცვლილი იპოვეს