ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და აქტივისტ თამუნა გიორგაძეს შაბათის მარშის დაწყებამდე თავს დაესხნენ.
“შაბათის მარშზე მოვარდა ვიღაც ერთი ადამიანი, წითელ სკუტერზე იჯდა, გადმოხტა უცებ და მიუვარდა პროტესტის ხალხს, დაიწყო გინება და ფიზიკურად გაუსწორდა თამუნა გიორგაძეს და ლევან ზაზაძეს. და ყოველ შაბათს ჩამოივლის და ცდილობს არეულობა გამოიწვიოს. პოლიციის რაზმი დგას მარშის გამო, მაგრამ რატომღაც ჩხუბის ბოლოს მოვიდნენ და დაიწყეს სიტუაციის გარკვევა”,-წერს აქტივისტი მეგი დიასამიძე სოციალურ ქსელში.















