ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ბრიფინგი გადაიდო

ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ბრიფინგი, რომელიც დღეს, 20 ივლისს უნდა გამართულიყო, გადაიდო, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის იქნება აღნიშნული ბრიფინგი, უცნობია. ადვოკატის განცხადებით, იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას.

„ბრიფინგი გადაიდო, იმიტომ, რომ მე მომიწია ქალაქგარეთ გასვლა და როგორც კი დავბრუნდები, ბუნებრივია, პრესისთვის გახდება ცნობილი, როდის იქნება.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ნიშნავს იმას, რომ შემთხვევის ადგილზე უნდა გაიყვანონ მოწმე, ბრალდებული თუ დაზარალებული, იმისთვის, რომ აღადგინონ იმ დროს განვითარებული მოვლენები.

ჩვენ განვაცხადეთ თანხმობა ერთი დათქმით – რომ აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულიყო იმ დროს, იმ ხილვადობისა და იმ ამინდის პერიოდში, როდესაც რეალურად ვითარდებოდა მოვლენები“ – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილ : მადლობა ქართველ ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა და ენდო ხელისუფლებას