ფოტოგალერეა: დაბადების დღეს გილოცავ, მერლინ

დღეს მერლინ მონროს 90 წელი შეუსრულდებოდა. ლონდონში ამ დღესთან  დაკავშირებით გაიხსნება სპეციალური გამოფენა, რომელიც ლეგენდარული ჰოლივუდის მსახიობის მოღვაწეობის 16 წელს სრულად ასახავს – წერს “ბიბისი”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კარგად და ნაკლებად ცნობილი ფოტოები.

შეგახსენებთ, რომ მერლინ მონრო “ოქროს გლობუსის” მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო იყო.
მერილინის ნაადრევ სიკვდილზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ზოგი ამბობს, რომ ეს თვითმკვლელობად იყო, ზოგს კი სჯერა, რომ მონრო მოკლეს. ის 1962 წელს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის განცხადება ნიკა გვარამიას ბრიფინგთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიათურქეთში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა