(+ფოტოები) სტამბულში მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი შენდება

თურქული მედიის ცნობით, სტამბულში მშენებარე მესამე აეროპრტი თავისი ზომით და მასშტაბებით მსოფლიოში უდიდესი იქნება და ის წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება, თუმცა დროთა განმავლობაშო მგზავრთა რაოდენობის 150 მილიონამდე გაზრდა იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობის ბიუჯეტი, რომელიც 35 მილიარდ დოლარამდეა, მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წლიურ ბიუჯეტს აღემატება. სამშენებლო ტერიტორია კი 75,5 მილიონი კვადრატული მეტრია
სტამბულის ახალ აეროპორტში, ტერმინალზე შესვლა ერთდროულად 114 თვითმფრინავს შეეძლება, ხოლო აეროპორტის მთელი ტერიტორია ერდროეულად 347 თვითმფრინავის განსათავსებლად იქნება მზად.
ახალ აეროპორტს ექვსი, 4 კილომეტრამდე სიგრძის და 60 მეტრი სიგანის, ასაფრენი ზოლი ექნება და აქედან სამი 2018 წლის თებერვალში შევა ექსპლოატაციაში. აეროპორტს 1 მილიონ 300 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მთავარი ტერმინალი, 2,2 მილიონი კვადრატული მეტრის დამხმარე გადახურული ტერიტორია და 700 ათასი კვადრატული მეტრის ფართის ავტოპარკინგის ტერიტორია ექნება.
ამჟამად აეროპორტის მშენებლობაზე 20.000 ადამიანი, 3000-მდე ტექნიკა დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ.
სტამბულის მესამე აეროპორტის გახსნა 2018 წელს იგეგმება ხოლო მშენებლობის სრულ დასრულებას 2022 წლისთვის გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიკერი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოეს დღეებში აანონსებს
შემდეგი სტატიაშსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა