(+ფოტოები) საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს ფრანცისკეს პირისპირ შეხვდა

1 2 4 5

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში რომის პაპს ფრანცისკეს პირისპირ შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობას შეეხო, რომელსაც მომავალ წელს 25 წელი უსრულდება.
ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მისიას ასრულებდა ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის პროცესში.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება წმინდა საყდრის გადაწყვეტილებას ვატიკანში წმინდა ნინოს მონუმენტის აღმართვის თაობაზე, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მტკიცე და ურყევი კავშირისა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.
საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს მადლობა გადაუხადა წმინდა საყდრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და
განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლების გამოც იქ მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან ერთმანეთთან კომუნიკაციის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას. სისტემატიურად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლებები.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ოჯახებში. ისინი ყოველდღიურად ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე დგანან, მოკლებულნი არიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლოში, არის სმენისა და სიყვარულის დეფიციტი
შემდეგი სტატიარომის პაპი საქართველოს პატრიარქს: მხოლოდ დიდ გულს შეუძლია ამოთქვას ისეთი ჰანგები, როგორიც თქვენს საგალობელშია