(+ფოტო) საქართველოს დელეგაციის სართული ოლიმპიელების სოფელში რიოში

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პირველი ჯგუფი უკვე შეუდგა მუშაობას ოლიმპიურ სოფელში, რომელიც განთავსებულია რიოს ახალ უბანში -არაში. ოლიმპიურმა სოფელმა პირველი სტუმრები 24 ივლისს მიიღო. აქ საოლიმპაიდოდ აშენდა 17-სართულიანი 31 საცხოვრებელი კორპუსი. საქართველოს სპორტული დელეგაცია სოფლის ცენტრში, მე-15 კორპუსში, ბოლო სამ სართულზე განთავსდება. აივნები უკვე მოირთო საქართველოს დროშებით და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ლოგოებით.

ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

2 3 4

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ ვიზალიბერალიზაცია დაუყონებლივ უნდა მიიღოს
შემდეგი სტატიადიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა