ფოტო, რომლიდანაც საქართველოს ტრაგედია გვიმზერს

14264898_1187692964587609_3032675603152710195_nფოტოგრაფი ლაშა შალამბერიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მან თბილისის ერთ-ერთ უბანში გადაიღო. ფოტოს თან ახლავს ასეთი წარწერა: „ღირდა მთელი დღე ფეხით ხეტიალი ამ კადრის გამო… ისე ნუ შეხედავთ როგორც ჩანს. ჩაწვდით ხასიათს,დააკვირდით სახეს და მიმიკას“.
ლაშა შალამბერიძის „პოსტს“ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ნინო ტოგონიძემ (Nino Togonidze) ამოიცნო ფოტოზე აღბეჭდილი ქალი: „ დევნილია აფხაზეთიდან. ომმა წაართვა ყველაფერი და ყველაზე ძვირფასი – ორსული ქალიშვილი თვალწინ მოუკლეს აფხაზებმა. მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამხელა დარტყმას. ახლა თბილისში ცხოვრობს, მოწყალებას ითხოვს და ასე გააქვს თავი. ხშირად მხვდება მარჯანიშვილის ქუჩაზე. წლებია, ვიცნობ. ვერასდროს ვუსწორებ თვალს. ასე მგონია, წამლეკავს მათში ჩასახლებული ტკივილი. ზოგჯერ ბობოქრობს, აგრესიულია, ზოგჯერ კი მშვიდი, ღიმილიანიც. მისი ღიმილი უხმო, სულისშემძვრელი კივილია. ამ ფოტოდან საქართველოს ტრაგედია გვიმზერს“.

banner
წინა სტატიაში“შენთან მეგობრობა ამაზრზენია!“
შემდეგი სტატია(video) ,,ჩვენ ყველას პუტინის ცოლობა გვინდა,,