(ფოტო) მოსკოვში მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში საპროტესტო აქცისს მონაწილეების მასობრივი დააკვებები მიმდინარეობს. მანამდე “თაიმერმა” რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ მოსკოვის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და წითელ მოედანთან მისასვლელი გზები გადაკეტა საპროტესტო აქციის მოლოდინში, რომელიც არ არის სანქცირებული. სამართალდამცველებმა მოედანთან ბარიკადები დადგეს. მეტრო “თეატრალურთან” სპეციალური კავშირის ავტობუსები დგანან, ქალაქის ცენტრში ბევრი პოლიციელია, ასევე, არიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები.

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიათბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატება