ფოტიგები, რაისები, კუბილიუსები ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთო. არ გამოვუშვით და სტატუსი დამსახურებულად მივიღეთ – ზარქუა

უკრაინიზაცია და მეიდანი უნდოდათ, ამისთვის რა არ გააკეთეს, ევროფეისები გააერთიანეს, მაგრამ გუშინწინ ბორელმა თქვა, სანქციებმა არ გაამართლა და არასწორად მოვიქეცითო, ანუ, შეცდომაში იყვნენ შესული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ნახევარი ევროპა რუსეთთან ვაჭრობს და დღემდე პირველ ადგილზეა ლატვია ღვინის ექსპორტით.

„საგიჟეთი აქვთ და ჩვენ გვეუბნებიან, როგორ ბედავთო. სახელმწიფოებს უფრო მკაცრი გამჭვირვალეობის კანონი აქვთ, მაგრამ თურმე, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. ეს არის ორმაგი სტანდარტი. მეგობრებთან და პარტნიორობა გვინდა, მაგრამ ჯერ სამშობლოა, მისი ინტერესები და შემდეგ დანარჩენი. ევროპარლამენტიდან რეზოლუციები რეზოლუციებზე მოდიოდა. ფოტიგები, რაისები, კუბილიუსები ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთო. არ გამოვუშვით და სტატუსი დამსახურებულად მივიღეთ. როცა თავს დაიფასებ და ღირსებას დაიცავ, სუვერენიტეტს გააძლიერებ, ყველა პატივს გცემს. არა ცალ ფეხზე, არამედ ღირსებით, ამ მოდელის მომხრე ვართ. სანქციებით შანტაჟი არ გამოვა. სანქციები კი არა, იმპერიები გვებრძოდნენ, ისინი აღარ არსებობენ და მართლმადიდებელი საქართველო დგას და იდგება, სანამ დედამიწა იტრიალებს“, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიმთავარია, ჩვენი ხალხის ინტერესს გავყვეთ და საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაივანიშვილს არ შეიძლება ეწოდოს ქართველი პატრიოტი, რადგან ის ანადგურებს საქართველოს მომავალს – ნიქსი