ფოთში ჟურნალისტი ცემეს

ფოთში ჟურნალისტი შორენა მირცხულავას თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.  შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მირცხულავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, როგორც თაიმერისთვის გახდა ცნობილი, მას სავარაუდოდ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები  დაესხნენ. შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძის პრეტენზიებს ცესკოში უპასუხეს