ფოთში წითელას 9 შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში წითელას ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ინფექციის სიმპტომებით სხვადასხვა კლინიკას 9 პაციენტმა მიმართა. დაავადებულთა შორის ერთი მოზარდია.

ექიმების განცხადებით, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობენ.

წითელას ინფექციით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიასენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა